20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება

რუსთავის 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ არ ელოდებოდა საქმის განხილვის ასე მალე დასრულებას.

მისი შეფასებით, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ ემუქრება.

„გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებიდან, აღსრულება ალბათ ვერ მოხდება, სანამ საბოლოო ვერდიქტს არ გამოიტანს. სარედაქციო პოლიტიკისაც, როგორც თქვენ გადარდებთ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სასამართლო და მედია თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები