20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
ოპოზიციისთვის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა

ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც თავად ესწრებოდა სხდომებს და ასეთი შეფასების შესაძლებლობასაც მათი თქმით, სწორედ პროცესების მიმდინარეობა აძლევთ.

ისინი იმედოვნებენ, რომ ზემდგომი ინსტანციები მაინც იქნება ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

ოპოზიციის შეფასებით მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ამჯერად უკვე ზემდგომ ინსტანციებზეა დამოკიდებული ტელეკომპანიის ბედი.

ისინი იმედოვნებენ, რომ სამართლებრივ დავაში რუსთავის 2 გაიმარჯვებს.

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ხელისუფლებას მოუწოდებს, შემდგომ ინსტანციებზე მაინც ნუ მოახდენს გავლენას.

„ნუ დაამტკიცებს, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის ძალიან ცუდი ტრადიციის გამგრძელებელი, რომელიც ასევე ცდილობდა კონტროლი დაემყარებინა სასამართლო ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები