20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
საპროტესტო აქცია რუსთავში - მინიმეტალურგიული საწარმოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

საპროტესტო აქცია რუსთავში. მინიმეტალურგიული საწარმოს თანამშრომლების ნაწილი ამ დრომდე გაფიცულია. აქციის მონაწილეები კომპანია რუსმეტალის ხელმძღვანელობისგან სამი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

საწარმოს დირექტორი გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, ბიძინა მინდელი თანამშრომელბისთვის ხელფასის ვერგადახდას მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისით ხსნის.

მისივე თქმით, საწარმო 100 %-ით ექსპორტზეა დამოკიდებული. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ მუშებს ხელფასებს მიმდინარე კვირაში გადაუხდიან.

დღის ამბები