გალის რაიონის დაწყებით კლასებში რუსულად სწავლის დაწყებას ეხმაურება სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, სადაც გალის რაიონში განათლების უფლებაზეა საუბარი.
სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში საუბარია ასევე იმ პრობლემებზე, რაც ქართულენოვან მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლისას ექმნებათ.
ანგარიში ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა რეკომენდაციებსაც მოიცავს.