საქართველოს პრემიერმინისტრს ლიტვაში ვიზიტისას თავის კოლეგის მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და კანონის უზენაესობაზე განცხადებების მოსმენა მოუხდა. ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გამოთქმული ლიტველი კოლეგის შეშფოთება ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა. საქართველოს პრემიერმინისტრმა საკუთარ გამოსვლაში მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მედიის თავისუფლება და რუსთავი 2-ის საქმე ლიტვის პრემიერმინისტრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრისას ერთ-ერთი მთავრი თემა იყო-ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.
საქართველოს პრემიერმინისტრის 2 დღიანი ვიზიტი ლიტვაში გრძელდება და ის ხვალ ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდება.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.