რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე პირველ კომენტარს აკეთებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.
პრეს მდივნის ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონი მიესალმება მხარეების მშვიდ რეაქციას სასამართლოს პირველად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თვალ-ყურს ადევნებს ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია და უწყება ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
ჯონ კირბის თქმით, სწორედ ამ კონტექსტში იყო განხილული რუსთავი 2-ის საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე, რომელიც ვაშინგტონში ორშაბათს გაიმართა.