ნაციონალური მოძრაობის წევრები და მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციებში რუსთავი 2-ის თანამშრომლების ჩართვას ცდილობდნენ,- ამტკიცებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ვარაუდობენ, რომ გამოძიება ამ ფაქტს დაადასტურებს.
„ის, რომ რუსთავი 2-ის კოლექტივის ჩართვას მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები ცდილობდნენ იმ პროვოკაციებში, რაც მათ აქვთ დაგეგმილი, ამისთვის ჩანაწერების ჩვენება არ მჭირდება, ვიცი, რომ ასეთი გეგმები მათ აქვთ,“-განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა.
მმართველ გუნდში ასევე ფიქრობენ, რომ სატელეფონო ჩანაწერები თუ კადრები საზოგადოებამ ბოლომდე უნდა ნახოს.
ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ისინი რუსთავი 2-ის დაცვას, კანონის ფარგლებში ყველანაირად ცდილობდნენ, თუმცა უარყოფენ ბრალდებას სამაუწყებლო კომპანიის კოლექტივის პროცესებში იძულებით ჩართვასთან დაკავშირებით.