20 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
რუსთავში 300-მდე მძღოლი გაიფიცა

ქალაქ რუსთავში 300-მდე მძღოლი დღეს დილიდან გაფიცულია. თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზის მძღოლები ამ წუთებში საკონტრაქტო კომპანიის ინტერ-ტრასის ავტოსადგომზე არიან შეკრებილები.

ისინი 65 ლარიანი დღიური გადასახადის შემცირებას მოითხოვენ. გუშინ გეგმის შეუსრულებლობის გამო მძღოლსა და კომპანიის თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რასაც დღეს გაფიცვა მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები