20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"გიორგი პაპუაშვილი იყო, არის და რჩება მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად"-ანი მიროტაძე

"გიორგი პაპუაშვილი იყო, არის და რჩება მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად",-ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის წევრმა, ანი მიროტაძემ გააკეთა.

რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებას უმრავლესობაში ეხმაურებიან. 

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვადები, რომელშიც  საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმე წარმოებაში მიღო გასაკვირია.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ მას კანონი არ დაურღვევია, თვითონ პროცესი უხეშ შთაბეჭდილებას ტოვებს. არ მინდა პოლიტიკურ ნაწილში შევაფასო, მაგრამ ასეთი „პარტიზანული“ პროცესი, პირველ რიგში, სასამართლოს იმიჯს არ წაადგება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განცხადებას მანანა კობახიძე რამდენიმე წუთში უპასუხებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები