20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი არის გაბითურებული,"-ირმა ნადირაშვილი

რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, ირმა ნადირაშვილი, მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმები არ უნდა ხდებოდეს. 

„ზედმეტი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე არ არის გამართლებული. ბიძინა ივანიშვილი არის გაბითურებული, მან მთელი თავისი რესურსი გამოიყენა რუსთავი 2-ის წასაღებად, დასახურად, მიუხედავად ამისა, ვერაფერს მიაღწია, ისინი არიან გამწარებულები, ცდილობენ თავს დაესხან საკონსტიტუციოს, ოპოზიციას, ატარონ დაკითხვებზე, მაგრამ მათი საქმე არის დამთავრებული და წასული,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები