საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებას კონსტიტუციონალისტები გამოეხმაურნენ. ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ყველა ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს.
„ვინაიდან სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა, როგორც ჩანს საქმის ვითარება ამგვარ ფორსირებურ რეჟიმში ნორმის მოქმედების შეჩერებას მოითხოვდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, ეს მათი კანონების და ზოგჯერ პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, რას ვიზამთ, მათ შეუძლიათ საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირონ, თუმცა ვალდებულები არიან სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულონ,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.