კიდევ ერთი გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტისგან. "ვაშინგტონი მიესალმება მხარეების მშვიდ რეაქციას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და თვალ–ყურს ადევნებს ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს," - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ მედიის ნაწილში სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველის ხელისფლების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ მკაცრი რეაქციის მიუხედავად ქვეყნის საგარეო რეპუტაცია მიმდინარე პროცესებით არ ზიანდება.
საპრალმენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთი მკაცრი და მკაფიო გაფრთხილება მისცა საქართველოს ხელისუფლებას. ოპოზიციას მიაჩნია, რომ თუ მთავრობა მედიაზე ზეწოლას გააგრძელებს, შედეგად მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქრათველოში სიტყვის თავისუფლებაზე ბოლო ერთ თვეში რამდენიმე განცხადება გააკეთა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის ტონი თანდათან კატეგორიული ხდება.
ავტორი: ნატა მახვილაძე