20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
3 წლიანი ლანძღვის შემდეგ პრემიერმა და მმართველმა გუნდმა რუსთავი2-ის მიმართ პოზიცია შეცვალეს

ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის განმავლობაში რუსთვი 2-ის ჟურნალისტებს მხარდაჭერა პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ პირველად გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულ ტონს უღალატა და ესტონეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებაში ჟურნალისტების მიკერძოებულობასა და არაკეთილსინდისიერებაზე აღარ უსაუბრია.

ერთი კვირის წინ კი პრემიერის აზრი სხვანაირი იყო და ის რუსთავი 2- ის ჟურნალისტებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა. პრემიერი მაშინ ამბობდა, რომ სამაუწყებლო კომპანია ვითარებას განზრახ ძაბავდა ქვეყანაში. 

უცნობია, კონკრეტულად, რამ გამოიწვია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ პრემიერმინისტრის დამოკიდებულების უეცარი ცვლილება. თუმცა, ეს მოვლენა ირაკლი ღარიბაშვილის ევროპაში ვიზიტსა და იმ რამდენიმე ათეულ განცხადებას დაემთხვა, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად ევროსაბჭომ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაეროს და ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ გაკეთეს. 

რუსთავი 2-ის მიმართ ტონალობა შეცვალეს ქართული ონცების სხვა წევრებმაც. მმართველ გუნდში ახლა ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. აქამდე მმართველი გუნდი და მთავრობის წევრები, ხშირ შემთხვევაში, რუსთავი 2-ის და მისი თანამშრომლების მიმართ აგრესიულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, მათ შორის, პარლამენტის ტრიბუნიდან. ქართული ოცნების წევრები სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობასა და ზოგჯერ, საერთოდ, მის დახურვაზე ღიად საუბრობდნენ.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები