რუსთავი 2-ის კუთვნილი ავტომანქანების ჩხრეკა გრძელდება. ავტომობილებს ტელეკომპანიის შემოსასვლელთან მდგომი საპატრულო პოლიცია ამოწმებს.
არხის სატვირთო ავტომობილი დღესაც შეამოწმეს, თუმცა პოლიციით თანამშრომლები არც ამჯერად საუბრობენ თუ რის საფუძველზე ხდება დათვალიერება.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევის დროს პატრულის თანამშრომლებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოელაპარაკა და მოითხოვა, თუ კანონის რომელი ნორმით ხელმძღვანელობდნენ ისინი, როცა მანქანას აჩერებდნენ. გვარამიას კითხვებზე საპატრულო პოლციის თანამშრომები ამბობდნენ, რომ მათ ეს დავალება ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.
სავარაუდოდ დღესაც საპატრულო ეკიპაჟებმა მსგავსი დავალება ხელმძღვანელობისგან მიიღეს, თუმცა ვინ იძლევა ბრძანებებს კონკრეტულად უცნობია. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა შს სამინისტროსგან მიმდინარე გამოძიებისა და ტელევიზიის 24 საათიანი კონტროლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა, თუმცა გვარამიას კითხვებისთვის სამინისტრს წარმომადგენლებს პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.
პარალელურად შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ტერიტორიას 13 სათვალთვალო კამერა და 3 საპატრულო ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს.