მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ რამდენიმე საათის წინ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. მისი განმარტებით ოფიციალური განცხადება სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ ხვალ გაკეთდება.
"საჯარო რეესტრში წარდგენილია სასამართლო განჩინება და დარეგისტრირდება სავარაუდოდ თუ დღეს უკვე არ დარეგისტრირდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლების საფუძველზე მოვითხოვეთ ამის უზრუნველყოფა. არ მაქვს უფლებამოსილება ამაზე მეტი გითხრათ,"-აცხადებს პაატა სალია.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით რამდენიმე საათის წინ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.