რუსთავი 2-ს და სიტყვის თავისუფლებას მხარს რიგირთი მოქალქეები და ხელოვანებიც უჭერენ. ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორის ნინო სუხიშვილის შეფასებით, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ იქნება, ეს საფრთხეს მოუტანს ქვეყნის მომავალს.
“ქვეყანაში თუ არ იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არ იქნება დამოუკიდებელი მედია, ეს დიდ საფრთხეს მოუტანს მომავალში ქვეყანას. მე მინდა ჩემი ქვეყანა განვითარდეს და იყოს დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო და უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო,“ - განაცხდა ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა.
რუსთავი 2-ის ოფისთან შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მოსამართლის გუშინდელი განჩინების შემდეგ შეკრებილები, რომ დაიცვან ქვეყნის დემოკრატიული მომავალი.
მოქალქეების ნაწილი რუსთავი 2-ის ოფისთან გუშიდნელი ღამიდან იმყოფება.