დილიდან ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მიმდინარე პროცესებს პრეზიდენტი გამოეხმაუროს. ის დილიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რუსთავი 2-თან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
მარნეული უკვე დატოვა გიორგი მარგველაშვილმა, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.