პარლამენტში მისულ თავდაცვის მინისტრს რუსთავი 2-ის საქმეზე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდა. თინა ხიდაშელს თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე კითხვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა დაუსვა.
დარჩიაშვილის შეფასებით მოსამართლის მიერ "ერთი ხელის მოსმით მიღებული გადაწყვეტილებით" ხდება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და საკონსტიტუციო გადაწყვეტილების "იურიდიული ხრიკით" გვერდის ავლა.
თინა ხიდაშელის განმარტებით, პარლამენტის ტრიბუნიდან ის "კატეგორიულად" არ გააკეთებს ამ თემაზე განცხადებას.
„ზუსტად ვიცი, ეს იქნება ერთადერთი თემა, ამ ტრიბუნიდან ჩემი განცხადება. ვფიქრობ, არასწორია თავდაცვის მინისტრმა ამ ტრიბუნიდან ახლა მაგ თემაზე რაიმე ტიპის განცხადება გავაკეთო,“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა და აქვე ხაზი გაუსვა, რომ ის მთავრობის მოქმედებებზე პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ სასამართლო ხელისუფლების ქმედებებზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი