რუსთავი 2-ის შენობასთან მოქალქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე ქიბარ ხალვაშის, დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ადევნებდნენ თვალ-ყურს.
ბრიფინგზე გამოთქმულ მოსაზრებებს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.
„როდესაც დვალი და ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ისინი გარანტიას აძლევენ ჟურნალისტებს, რომ მათ დაიცავენ, ეს მე ძალიან მაცინებს, რადგან ერთხელ მათ ეს ტელევიზია ვერ დაიცვეს და ცდილობენ, რომ ჟურნალისტთა შორის განხეთქილება მოახდინონ,“-განაცხადა მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ.