ამერიკის ელჩის იან კერის განცხადებას უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე არ იზიარებს და ამბობს, რომ ამერიკის ელჩი უნდა დაინტერესებულიყო მმართველი გუნდის პოზიციით.
"მე ვერ მივესალმები იანკერის განცხადებას, რადგან მიმაჩნია რომ ჩვენ არც ერთ დონეზე, არც აღმასრულებელი და არც საპარლამენტო ხელისუფლება რუსთავი 2-ის ირგვლივ პროცესებში ჩართულები არა ვარ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.