"მათი განცხადებები სასაცილოა, მათ ერთხელ ეს ტელევიზია ვერ დაიცვეს,"- ასე ეხმაურება მედიაექსპერტი ნინო დანელია რუსთავი2-ის შესახებ დღეს დავით დვალისა და ქიბარ ხალვაშის განცხადებებს. დანელია ფიქრობს, რომ მათი განცხადებები სასაცილოა, რადგან მათ რუსთავი2-ის დაცვა ერთხელ უკვე ვერ მოახერხეს.
"როცა დვალი და ქიბარ ხალვაში ამბობს და გარანტიებს აძლევენ ჟურნალისტებს და ამბობენ, რომ დაცული იქნება რუსთავი2-ის კრიტიკული შინაარსი ეს მე მაცინებს. ერთხელ მათ ვერ დაიცვეს ეს ტელევიზია. ერთხელ უკვე სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს. ისი ცდილობენ
ღამე ქურდულად წაიღონ ეს ტელევიზია. ცდილობენ ჟურნალისტთა გუნდში მოახდინონ განხეთქილება. მაგრამ ეს ადამიანები ერთიანები არიან," - განაცხადა ნინო დანელიამ.
ამავე თემაზე ისაუბრა საზოგადოება ივერიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემაც. ის ფიქრობს, რომ ქიბარ ხალვაში და დავით დვალი იტყუებიან.
"მთელი პროცესი ცხადყოფდა, რომ ეს იყო პოლიტიზირებული პროცესი. მთელი პროცესი ასევე ცხადყოფდა , რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იტნერესია, რომ რუსთავი2-ს შეუცვალონ სარედაქციო პოლიტიკა. როცა ამობოენ, რომ ჟურნალისტებს არ შეეხებიან ეს არის უბრალოდ ტყუილი,"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.