20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებამ დაძლია", - ვახუშტი მენაბდე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება  საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებამ დაძლია - ამ განცხადებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აკეთებს. მისი თქმით, მიღებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიღებულ გამოქვეყნებულ საოქმო ჩანაწერთან. ეს კი კვლავ აჩენს იმ საფრთხეებს, რომლის აცილებასაც საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობდა. ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაძლია საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას", - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

დღის ამბები