ისრაელის პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებს. იული ედელშტეინი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანიის საკითხი პოლიტიკური ზეგავლენების გარეშე მოგვარდება და მედიის თავისუფლება ქვეყანაში დაცული იქნება.
„ისრაელში, გამოწვევებით სავსე ვითარებების დროსაც ვცდილობთ დავიცვათ მედიის სრული თავისუფლება. იმედი მაქვს, საქართველოშიც ეს საკითხი ისე მოგვარდება, რომ ვინმეს არ დაუტოვოს პოლიტიკური გავლენის შეგრძნება რომელიმე მედია საშუალებაზე,“ - აღნიშნა იული ედელშტეინმა.
ქნესეთის ვიცე სპიკერმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. მას შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა. ოფიციალური შეხვედრებისას ორი ქვეყნის ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები და რეგიონის გამოწვევები განიხილეს.