ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი დავით დვალს, ჯარჯი აქიმიძე და ქიბარ ხალვაშს აკრიტიკებს. ჯანგირაშვილი მათ წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ ამ ადამიანებმა „კარგი ცხოვრება“ ქვეყნის ინტერესებში გაცვალეს.
„მეგობრებო თქვენ დღეს ხართ წითელი კომისრები. ამას ვერ შეცვლით თქვენ ვერასოდეს. როგორ ხართ ბატონებო თავისუფლების გარანტია? ბატონო დავით დვალო, ბატონო ჯარჯი აქიმიძევ, როგორ ხართ თავისუფლების გარანტია? როდესაც თქვენს ინტერვიუებში ღიად საუბრობთ თუ როგორ შეგეშინდათ 2004 წელს, როდესაც გითხრეს რომ საცვლების ამარა დაგტოვებდნენ და ხმა ვერ ამოიღეთ და გაიპარეთ რუსთავი 2-დან.“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
ნინო ჯანგირაშვილი არსებულ ვითარებას აბსურდის თეატრს უწოდებს და მიმდინარე პროცესებს სამარცხვინოს უწოდებს.
„ქვეყნისთვის ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. ვწუხვარ, რომ ხმა მივეცი ამ ხელისუფლებას და ვბეცდები რომ ეს ჩემი შეცდომა გამოვასწორო“, - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.