20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – ასე აფასებენ "რუსთავი 2-ის" საქმეს საზოგადოების ცნობილი სახეები

სიტყვის თავისუფლება იზღუდება - ასე აფასებს მომღერალი ნინო ქათამაძე "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესებს. დღეს ტელეკომპანიას მხარდაჭერა სხვადასხვა დარგის და პროფესიის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.

„ამ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკთება, თავისუფალი სიტყვის დაცვა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის დაცვა არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.

სხვადასხვა დარგის და პროფესიის წარმომადგენლების განმარტებით ხელისუფლება და სასამართლო მოსახლეობას არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს.

დღის ამბები