20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეხმაურება

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. განცხადებას საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები ავრცელებენ.

ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც რუსთავი 2-ში მენეჯმენტის შეცვლას სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ითვალისწინებს, შეშფოთებას იწვევს.

ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა, იმ დროს როდესაც ჯერ სააპელაციო პროცესი გრძელდება. ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს მედია პლურალიზმის გარემოზე საქართველოში.

დღის ამბები