საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, თამაზ ურთმელიძის განჩინებას სისხლის სამართლის დანაშაულად თვლიან რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები. არასამთავრობო სექტორში კი ამბობენ, რომ განჩინება სამართლებრივ ნორმებს არ შეიცავს და შედეგის დასაბუთება ვერ ხდება.
განჩინების არასამართლიანობის შესახებ დღეს 18 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერთიანი წერილი გაავრცელეს.
წერილში ნათქვამია, რომ 5 ნოემბრის განჩინება ეიწნააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას, მოსამართლის მიერ განჩინების დასაბუთების დროს მოყვანილი გარემოებები კი შესაძლოა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად ჩაითვალოს.
ავტორი: ეკო მაღრაძე