20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
პრეზიდენტი რუსთავი2-ის თემაზე მთავრობას მიმართავს, ხელისუფლება კი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს

პრეზიდენტი მმართველ გუნდს მიმართავს. რუსთავი2–ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

სახელმწიფოს მეთაური მოუწოდებს უმრავლესობას, გაუფრთხილდეს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს, საერთაშორისო რეპუტაციას და კარგად გაითავისონ პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა.

მმართველ გუნდს პრეზიდენტის განცხადებაზე ამ დრომდე პასუხი არ აქვს.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, რუსთავი2-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს თავი რამდენჯერმე აარიდა თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელმა უპასუხოდ დატოვა ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებაც.

შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ სურდათ დღეს მთავრობის კანცელარიაშიც. დილიდან შენობაში არავინ გამოჩენილა.

მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციამ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია წერილობით გაავრცელა. პრემიერი ისევ კერძო დავაზე აპელირებს და რუსთავი2-ის საქმეში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები