20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
აშშ-ის საელჩოს განცხადება და ხელისუფლების კრიტიკა იან კელის მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადების გავრცელებას გეგმავს, თუმცა საქართველოში ამერიკის საელჩო მიმდინარე პროცესს დღეს უკვე ორჯერ  გამოეხმაურა. დღის მეორე ნახევარში ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად გააკეთა მიმართვა.

ამერიკის საელჩოს პოზიციას კრიტიკული შეფასება მოჰყვა იუსტიციის მინისტრისა და უმრავლესობის წევრი დეპუტატების მხრიდან. თეა წულუკიანი იან კელისგან განმარტებებს ითხოვს.

ხელისუფლების კრიტიკულ რეაქციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ უპასუხა და რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული პროცესებზე შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების ხარვეზებსა და რუსთავი2-ის წინააღმდეგ ზეწოლაზე მასალებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსს აცნობდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლების რეაგირება პარტნიორების კრიტიკაზე მიუღებელი ფორმით ხდება და მთლიანად პროცესი ქვეყნის იზოლაციის საფრთხეებს ქმნის.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები