20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კომპანიაში შემოსვლაზე უარს აცხადებენ

რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კომპანიაში შემოსვლაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ ისინი გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ.

რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი ტელევიზიის მფლობელებს ახალი გენერალური დირექტორისა და ფინანსური დირექტორის კანდიდატურების წარდგენას სთხოვენ.

რევაზ საყევარიშვილმა, რომელიც 2012 წლის არჩვენებიდან რამდენიმე დღეში, ტელეკომპანია იმედის მფლობელის შეცვლის შემდეგ გენერალურ დირექტორად მივიდა, ერთ დღეში სამსახურიდან 50 თანამშრომელი დაითხოვა. მათი უმრავლესობა საინფორმაციო სამსახურის წარმომდგენელი იყო.

დროებით მმართველებად დანიშნული დავით დვალის და რეზო საყევარიშვილის გარდა, პრეს–კონფერენციას, რუსთავი 2–ის ერთ–ერთი ყოფილი დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძეც დაესწრო. სწორედ მან გააცნო ჟურნალისტებს 3 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით და მასთან მომავალი თანამშრომლობის მიზნით შედგა.

საათ ნახევრიანი პრეს–კონფერენციის ძირითადი ნაწილი ისე მიმდინარეობდა, რომ არც ერთ მონაწილეს, ტელევიზიის კიდევ ერთი ყოფილი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი არ უხსენებია.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

დღის ამბები