20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
არასამთავრობო სექტორმა "რუსთავი 2" სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ადგილად აირჩია

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ადგილად რუსთავი 2 დღეს არასამთავრობო სექტორის ძირითადმა ნაწილმა აირჩია. მთელი დღის განმავლობაში, საკუთარი პოზიცია, საქალაქო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებოით, 20-ზე მეტმა ორგანიზაციამ დააფიქსირა.

მათი შენიშვნებისა და ბრალდებების მთავარი ადრესატი სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაა.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მოსამართლემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს კიდევ უფრო დააშორა, მედიამრავალფეროვნება და სასამართლოს რეპუტაცია კი რელური საფრთხის წინაშე დააყენა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ იმ პირობებში, როდესაც მთავრობა და სასამართლო პირადი ინტერესებისთვის მოქმედებს, გადამწყვეტი სწორედ საზოგადოებრივი აქტიურობაა. ქუჩაში პროცესების გადატანასა და სიტუაციის შესაძლო ესკალაციაში კი არასამთავრობო სექტორი პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ძალებს აკისრებს.

კრიტიკული განცხადებების ავტორი ორგანიზაციები რუსთვაი 2-ის საქმეს დავის დაწყების დღიდან აკვირდებიან. მათ შორის, ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს და იცნობენ საქმეში არსებულ გარემოებებსა და კონკრეტულ მტკიცბულებებსაც.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები