20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
დროებით მმართველებთან ერთად "რუსთავი 2–ს" სარედაქციო დამოუკიდებლობას ხალვაშის ადვოკატიც ჰპირდება

დროებით მმართველებთან ერთად საუბრის ძირითადი დრო რუსთავი 2–ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას დაუთმო ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, რომელიც ცდილობდა ჟურნალისტების დარწმუნებას, რომ არც მფლობელი და არც ახალი ხელმძღვანელობა არ არის დაინტერესებული იმ კრიტიკის შეზღუდვაში, რომელიც არხიდან დღეს ისმის.

რუსთავი 2-ის ადვოკატები მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. იურისტებს მიაჩნიათ, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

რუსთავი 2-ის ადვოკატებისათვის სამართლებრივად დაუსაბუთებელია დროებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნაც. იურისტები ამბობენ, რომ მსგავსი პრეცენდენტი ქართულ სამართალწარმოებაში არასდროს ყოფილა.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები