20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას, პატივი სცეს რუსთავი2-ის უფლებას, ჰქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა - ეუთოს წარმომადგენელი

მედიის თავისუფლების სფეროში ეუთო-ს წარმომადგენელი, დუნია მიატოვიჩი, რუსთავი2-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ეუთო-ს ოფიციალურ ვეგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ, დუნია მიატოვიჩის თქმით, სასამართლოს განჩინება, რომელიც რუსთავი2-ის მენეჯმენტის შესაცვლელად მიიღეს, საფრთხეს წარმოადგენს მედიის თავისუფლებისთვის, რადგან მთავარი მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკას ემუქრება.

5 ნოემბერს მიღებული განჩინების მიხედვით, თბილისის სამოქალაქო სასამართლომ რუსთავი2-ს დაუნიშნა დროებითი მმართველები. ზომა მიღებულ იქნა, როგორც დროებითი სასამართლო აკრძალვა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, რომელიც სატელევიზიო არხის მფლობელობას უკავშირდება. გავრცელებული ცნობით, მოსამართლემ დროებითი მენეჯერებს სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად უთხრა, განეხორციელებინათ ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

"მოსამართლემ განაცხადა, რომ ყურადღების გამახვილების ნაცვლად სასამართლო დავაზე, რომელმაც რუსთავი2-ის რეიტინგსა და ფინანსურ მხარეზე სავარაუდოდ გავლენა მოახდინა, ტელევიზიამ უნდა გააშუქოს ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. სარედაქციო გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს ნიუსრუმებში. სასამართლოს მცდელობები, უკანონო გავლენა მოახდინოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიციკაზე, სხვა არაფერია, თუ არა კანონის ძალის და საზოგადოებაში არსებული დემოკრატიული საფუძვლების ბოროტად გამოყენება," - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა.

"მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას, პატივი სცეს რუსთავი2-ის უფლებას, ჰქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა," - აცხადებს დუნია მიატოვიჩი.

დღის ამბები