20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
გაზეთი „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებენ

გაზეთი ბათუმელები და ნეტგაზეთი რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებენ. ამასთან დაკავშირებით მათ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება გაკრიტიკებულია.

„ჩვენთვის, როგორც მედიაორგანიზაციისთვის, სასამართლოს ეს განჩინება უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან  დღემდე საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არ მიეკუთვნებოდა წინასწარ რეგულირების სფეროს, რაც  ნამდვილად დიდი მონაპოვარი იყო.

5 ნოემბრის განჩინებით მოსამართლემ გააჩინა შესაძლებლობა, სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

ვითარება, რომელიც 5 ნოემბრის განჩინებამ შეიძლება დაამკვიდროს ქვეყანაში, ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ, პირველ რიგში, ჩაგვაყენებს ჩვენ, ჟურნალისტებს.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სამართლებრივი გარემო, რომელშიც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები დაცულად ვიგრძნობთ თავს და დაუბრკოლებლად შევასრულებთ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას,“ - წერია განცხადებაში.

დღის ამბები