ტელეარხი 25-ის წარმომადგენლები რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ სპეციალური განცხადება დღეს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავიდა, სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ტელეკომპანიის სარედაქციო საქმიანობაში უხეშ ჩარევად არის შეფასებული.
„ტელეარხი 25 გმობს რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელ გადაწყვეტილებას აფასებს ტელეკომპანიის სარედაქციო საქმიანობაში უხეშ ჩარევად. ჩვენ მიგვაჩნია რომ არავის, მით უფრო საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს არ შეუძლია დანიშნოს მომავალი მართველები კერძო ტელეკომპანიაში და განსაზღვროს არხის პოლიტიკა. ტელეარხი 25 მხარს უჭერს რუსთავი 2-ში მომუშავე ადამიანებს და უცხადებს მათ სოლიდარობას,“ - ნათქვამია განცხადებაში.