რუსთავი2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები მორიგეობენ. მოსახლეობამ შეკრება ჩვენს ოფისთან გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე სამაუწყებლო კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ყველა მათგანი აქ ერთი მიზნით მოვიდა – დაიცვას ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იცავენ რუსთავი 2-ს, იცავენ ქვეყნის მომავალს და მათი და მათი შვილების უფლებებს.
რუსთავი 2-თან შეკრებილი მოქალაქეები საკუთარ აზრს ღიად აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება არ ჯდება სამართლებრივ ნორმებში. შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ს ებრძვის.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ბოლომდე დაიცავენ რუსთავი 2-ს.
ავტორი დავით ქაშიაშვილი.