20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"ცხადია, რომ სასამართლო სავარაუდოდ ხელისუფლების ზეწოლის ქვეშაა," - დევიდ კრამერი

საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილება შეფასა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დეივიდ კრამერმა და მას „საშინელი გადაწყვეტილება“ უწოდა.

“თბილისის სასამართლომ საშინელი გადაწყევტილება მიიღო მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობენ ასეთ საკითხებს. ცხადია, რომ სასამართლო სავარაუდოდ ხელისუფლების ზეწოლის ქვეშაა, სხვა ახსნას ვერ ვხედავ, რადგან გადაწყვიტეს დასავლეთის შეშფოთების იგნორირება მოახდინონ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. თუ საქართველოს სურს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ნატო-სა და ევროკავშირთან, საქართველომ უნდა დაამტკიცოს თავისი ერთგულება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი და სამართლიანი არჩევნებისადმი,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ფრიდომ ჰაუსი.

"რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების იგნორირებას ახდენს და ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში. მთავრობა არ ასრულებს ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებას, რომ თავის წინამორბედზე უფრო მაღალი სტანდარტით დაიცავდა კანონის უზენაესობას და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, პრესის თავისუფლების ჩათვლით, დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს მთვრობისგან მედიაში ჩარევა დაასრულოს"– ნათქვამია ფრიდომ ჰაუსის საერთაშორისო პროგრამების ვიცე–პრეზიდენტის რობერტ ჰერმანის განცხადებაში.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები