ნიკა გვარამია ტელეკომპანიიდან გასვლას არ აპირებს. ამის შესახებ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ დღეს სასწორზე ქვეყნის მომავალი სიტყვის თავისუფლება დევს.
„მე არ გავდივარ კომპანიიდან მას შემდეგ, რაც ეს განჩინება იქნა გამოტანილი და არც გავალ, ვიდრე გარდამტეხი ცვლილებები არ იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით. დღეს სასწორის ერთ პინაზე ქვეყნის მომავალი, სიტყვის თავისუფლება დევს, მეორეზე კი მოსყიდული მოსამართლე, მანქურთი - გახვეული მოსამართლის მანტიაში, რაზეც არა მხოლოდ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსიც საუბრობს. ამ ვითარებაში სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.