20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
დარმუნებული ვარ, ეს დავა გადაწყდება ყარამანიშვილების სასიკეთოდ, სანამ ეს მოხდება, მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის და ეთერის შენარჩუნება - ნიკა გვარამია

"დარმუნებული ვარ, ეს დავა გადაწყდება ყარამანიშვილების სასიკეთოდ. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, ყველაზე მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის და ეთერის შენარჩუნება," - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

გვარამია ამბობს, რომ ყარამანიშვილებს ის ვერ მისცემს რჩევას, უნდა აწარმოონ თუ არა მოლაპარაკებები ხალვაშის მხარესთან. 

"მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება დამოკიდებულება. არ ვიცი, ყარამანიშვილებთან  როგორი კომუნიკაცია იქნება. მკაფიოდ შემიძლია, ვურჩიო, ჩემი პერსონის გამო არ უნდა შეიკავონ თავი. ჩემი პერსონის წარდგენაც არ იქნება სწორი ამ შემთხვევაში. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანია გადარჩეს და მაუწყებლობა გააგრძელოს. თუ მოხდა შეთანხმება, არალეგიტიმურად დანიშნულ პირებთან ნებისმიერ პირზე შეთანხმდნე,ნ ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩემზე წინაღმდეგობრივი ხაზი არ უნდა გადიოდეს, კომპანიია ყველაზე მნიშვნელოვანი. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვითარება ყარამანიშვილების სასიკეთოდ მოგვარდება. მნიშვნელოვანია, როდის მოხდება და  ვიდრე ეს მოხდება, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეთერის შენარჩუნება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, რომ დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა განაცხადეს, რომ მზად არიან, აწარმოონ მოლაპარაკებები ძმებ ყარამანიშვილებთან სასურველი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთობლივად შერჩევის შესახებ. თუმცა ძმებ ყარამანიშვილებს ამ თემაზე ამ დრომე განცხადება არ გაუკეთებიათ. 

დღის ამბები