ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გადაცემა არჩევანში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინება შეაფასა და თქვა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ღამით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. სალიას მტკიცებით მოსამართლის მოქმედებები სამართლიანობის ფარგლებს არ გასცდენია, თუმცა კითხვაზე როგორ მოახერხა მოსამართლემ 17 გვერდიანი განჩინების ასე მოკლე დროში დაწერა, მას პასუხი არ გაუცია და თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოსამართლის პრეროგატივაა.
პაატა სალიას თქმით, განჩინება არც საკონსტიტუციო სასამართლოს ეწინააღმდეგება.
„დაუყოვნებლივი აღსრულების გზით ჩვენ არც ვაპირებდით წასვლას და არც წავსულვართ,“ - ამბობს პაატა სალია.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ არ იცის ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელების მხრიდან დროებით მმართველებად წარმოდგენილი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია.