რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ღამით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
ლაფერაშვილის გაცხადებით, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სამართლიანობასთან კავშირში არ არის.
„17 საათსა და 38 წუთზე მზე ჩასული არ იყო, მაგრამ ყველა თანხმდება ამ დარბაზში, რომ ეს იყო ღამით მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ძალიან შემთხვევით გახდა ცნობილი,“ - ამბობს გიორგი ლაფერაშვილი.
რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადებით, კურიერი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.