კურიერის წამყვანი დიანა ჯოჯუა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მისი თქმით, მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა.
ამის შესახებ დიანა ჯოჯუამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„მოსამართლე ურთმელიძემ თავის გადაწყვეტილებით საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა, რითაც ეჭვქვეშ დააყენა ის დემოკრატიული ღირებულებები რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ჩვენი გუნდი არ მივცემთ არავის იმის უფლებას რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვქვეშ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის კანონის ფარგლებში და ჩვენი იარაღი არის მიკროფონი,“ - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.