"თუ კარგად შემომხედავს მიხვდება, რომ მე ზონდერ ჟურნალისტი არ ვარ,"-ასე გამოეხმაურა კურიერის ჟურნალისტი ბექა მჭედლიშვილი ქიბარ ხალვაშის დღეს გაკეთებულ განცხადებას სადაც ხალვაში რამდენიმე კვირის წინ კურიერში მომზადებულ სიუჟეტზე საუბრობდა. კერძოდ ქიბარ ხალვაშმა კახეთში გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვის შესახებ მომზადებული სიუჟეტი განიხილა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სიუჟეტებს ზონდერ ჟურნალისტები დგამენ.
"ჩვენი მუშაობა გაგრძლედება ისე, როგორც ვმუშაობთ და ყოველთვის დავიჭერთ იმ ოქროს შუალედს, რომელიც გვეჭირა. ვიქნებით ობიექტურები და დაბალანსებულები. ქიბარ ხალვაშმა ჩემს რეპორტაჟთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც რთველს ეხებოდა. მან აღნიშნა ამ სიუჟეტზე საუბრის დროს, რომ ზონდერ ჟურნალისტები დგამენ ასეთ სიუჯეტებს. კარგად თუ შემომხედავს ზონდერი არ ვარ. არც ნაციონალური მოძრაობა და არც ქართული ოცნება არ მაინტერესებს. ორივეს თანაბრად ვაშუქებ. რეპორტაჟი იყო დაბალანსებული, ობიექტური. როცა ქიბარ ხალვაში როცა ბრალდებებით გამოდის ჯობია კარგად გაეცნოს. ძალიან ცუდი ბრალდება იყო, რომელიც ჩემს მიმართ მან გააკეთა,"- განაცხადა ბექა მჭედლიშვილმა.