20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"ბებიათქვენისა" - ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას რუსთავი2-ის საქმის გამო აკრიტიკებს

"ჩანჩურა კაცი, უღირსი, უსინდისო და სამარცხვინო კაცი," - ასე შეაფასა საკრებულოს დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა არჩევანში მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

ალეკო ელისაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებთან პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ხელისუფლებები წინა ხელისუფლებების შეცდომებზე ვერ სწავლობენ.

საკრებულოს დეპუტატის კრიტიკა ქიბარ ხალვაშსაც შეეხო.

„2015 წელია, შე დალოცვილო, 2004-ში რაღაც წაგართვეს, 11 წელი არქივში იჯექი თუ რას შვებოდი,“ - ასე მიმართა ელისაშვილმა ქიბარ ხალვაშს.

„ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც აქ ცხოვრება გვინდა. გააჩერეთ ეს პროცესი, ნუ აჯანჯღარებთ, თორემ ჯანჯღარს გაჩვენეთ, არ გამოგვიყვანოთ ასი ათასობით ადამიანი. ორი კვირაა, ვსაუბრობთ, აბა შევარდებიან თუ არ შევარდებიან. ბებიათქვენისა რა, მოეშვით ამ ყველაფერს. ასევე მინდა ნაციონალურ მოძრაობას მივმართო, თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები