20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
თუ ვნახავთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე, ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტებს - ირაკლი ალასანია ნიკა გვარამიას პასუხობს

"თუ ვნახავთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე, ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტებს. ამის პირობას მე ვიძლევი," -  ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიკა გვარამიამ მას მიმართა კითხვით, თუ რატომ არ მიდიან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები ტელეკომპანიის ეზოსთან და რატომ არ იცავენ როგორც რუსთავი2-ს, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. 

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის კითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ხაზი მხოლოდ რუსთავი2-ის შლაგბაუმთან არ გადის. 

"პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ გადის მხოლოდ თქვენს შლაგბაუმთან, პოლიტიკურ ბრძოლის ხაზი გადის იმ პოლიტიკური აქტიობით, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვაწარმოებთ. ყველა შეხვედრაზე ამ საკითხს მწვავედ ვაყენებ. თუკი დავინახავთ, რომ აქ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე, ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენ ხედავთ, ვეღარ დაინახავთ და ჩვენ მანდ ვიქნებით და დავიცავთ ჟურნალისტებს. ამის პირობას მე გაძლევთ. ჩემი ამოცანა არის ავარიდოთ ქვეყანასაც და თქვენც საფრთხე და არ დავუშვა, რომ აქ ძალადობა განხორციელდეს," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები