20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ის რაც თქვა საკონსტიტუციომ ბიძინა ივანიშვილმა გადაიხია თავზე" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას სწორედ ყოფილ პრემიერს უკავშირებს. ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა არჩევანში ისუბრა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ურთმელიძე, აქიმიძე და დვალი ყველანი არიან ივანიშვილის ჭანჭიკები და ქანჩები,“ - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის მიზეზების მისებური ვერსიაც ახსნა.

„გუშინ გავედით საკონსტიტუციო წესრიგიდან, რადგან გუშინ ის, რაც თქვა საკონსტიტუციომ ბიძინა ივანიშვილმა გადაიხია თავზე იმიტომ, რომ  ვერ მოიცადა მარტამდე, როცა შესაძლებელი იყო შემდეგ ინსტანციაზე გადასულიყო საქმე. რადგან ის ებღაუჭება ძალაუფლებას. იმ ძალაუფლებას, სადაც მისამა ბანკმა ქართუმ 17-ჯერ გაზარდა მოგება მაშინ როცა მთელი მოსახლეობა საქართველოს მთელი მოსახლეობა ღარიბდება. რუსთავი 2 არის სარკე, სადაც ის ხედავ ქართველი მოსახლეობის პრობლემებს და რუსთავი 2-ის დახურვით ის ამტვრევს ამ სარკეს,“ - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები