20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
რუსთავი2-ის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ღრმა პოლიტიკური შედეგი ექნება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას.

ტელეკომპანიასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მორიგი განცხადება უწყებაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

ჯონ კირბის თქმით, "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ღრმა პოლიტიკური შედეგი ექნება".

"შეერთებული შტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი2-ის საქმის, მისი შედეგების გამო მედიის პლურალიზმზე, პოლიტიკურ პლურალიზმზე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგი. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა წაახალისო და არა გააჩუმო.

"როგორც არაერთხელ განვაცხადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიკდებელი სასამართლო დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტია და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებულ, ევროატლანტიკური იტეგრაციისთვის.

"შეერთებული შტატების პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზეც ვთქვით და ამის შესახებ ჩვენმა ელჩმაც გაუგზავნა ეს მესიჯი პირადად და საჯაროდაც.

"არ მინდა, წინასწარ განვსაჯო, რა იქნება პოტენციური შედეგი აქ. ხაზს ვუსვამთ კვლავ, რომ გვინდა პოზიტიური შედეგი დავინახოთ საქართველოს ლიდერებთან ერთად. თუ ეს არ მოხდება, ნიშნავს, რომ წინ ვერ წავიწიეთ. გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ გაუმჯობესდეს ვითარება, ვიდრე დღესაა," - აცხადებს ჯონ კირბი. 

 

დღის ამბები