20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზისკენ მიდის - EPP

სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიაც აფასებს.

გაერთიანების პრეზიდენტის, იოზეფ დაულის, ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ევროპის სახალხო პარტია გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების ჩახშობას.

"საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზისკენ მიდის. დემოკრატია არაა, როდესაც შეზღუდულია მედიის თავისუფლება და ხდება ტელეკომპანიების უკანონოდ დაკავება. დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია არის ფუნდამენტური ევროპული უფლება, რომელიც აუცილებელია გამჭვირვალე და თავისუფალ საზოგადოებაში. სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა წარმოადგენს არა მარტო გამოხატვის თავისუფლების გარანტს, არამედ ინარჩუნებს ხელისუფლებას ანგარიშვალდებულად," - წერია განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის შეფასებით, შერჩევითი სამართალი ემსახურება მთავრობის ინტერესებს და გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს მომავალსა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას.

დღის ამბები