"თავისუფალი მედიის, იმ ღირებულებების დაცვა, რომლის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილია გაერთიანებული, ბუმერანგივით მოუბრუნდება ამ ხელისუფლებას," - ასე ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, რუსთავი2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.
ოპოზიციური სპექტრი რუსთავი2-ის თემაზე ხელისუფლებას აკრიტიკებს.
მათ რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და მოსამართლე ურთმელიძის განჩინება შეაფასეს.
"დღეს ჩვენს საზოგადოებას ასარჩევი აქვს, გააგრძელებს ის ნორმალური გზით განვითარებას თუ დაექვემდებარება ბიძინა ივანიშვილის სრულიად მანიაკალურ ავტორიტარულ რეჟიმს," - განაცახდა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა.
ოპოზიციამ იმ საერთაშორისო გამოხმაურებასაც გაუსვა ხაზი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს მოჰყვა.