"ის, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, შეეხება მთლიანად მედიას საქართველოში," - ასე აფასებ რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს როიტერსის ჟურნალისტი, მაკა ანთიძე.
კურიერთან საურისას ანთიძე ამბობს, რომ საქართველოს მედიაბაზარზე შექმნილი პრობლემით საერთაშორისო მედია სააგენტო როიტერსიც ინტერესდება.
„ჩვენ გვაქვს საქმე მედიაპლურალიზმის პრობლემასთან საქართველოში. ის, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, ნამდვილად არ ეხება რუსთავი2-ს, არამედ ეს შეეხება მთლიანად მედიაბაზარს მთელს საქართველოში,“ - აცხადებს როიტერსის ჟურნალისტი, მაკა ანთიძე.